logo_geo
eng_logo
არჩილ ხაბაძე შესაძლოა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს
- +

6 ივლისი. 2016. 01:11


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაცია პატარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს არჩილ ხაბაძემ არც უარყო და არც დაადასტურა.



 „ბატონი ზურა არის ჩვენი კუთხის შვილი, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან გამოსადეგია მისი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია. მისი რესურსი იქნება თუ არა გამოყენებული, ამას დამატებით გაცნობებთ", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner