logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: სამების ტაძრის დასრულება ძალიან პრობლემური იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და მისი მხარდაჭერა
- +

13 იანვარი. 2021. 00:50

 

„სამების ტაძრის დასრულება ძალიან პრობლემური იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და მისი მხარდაჭერა. ესაა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც გამოხატა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა ეკლესიისადმი. ტაძრის მოხატვაც ძალიან მასშტაბური საქმეა და აქაცაა ბატონი ბიძინას ჩართულობა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„ახლა მოხატულია სამების ტაძრის საკუთხევლის მხარე და ამან 1 200 კვადრატული მეტრი შეადგინა. მოსახატია 23 ათასი კვადრატული მეტრი. ესაა საქმე, რომელიც კიდევ წინაა და გასაკეთებელია. როდესაც ეკლესიას ფასსა და როლს უკარგავენ ქართული საზოგადოების წინაშე, ვამბობთ ხოლმე, რომ ეკლესია ამდენ ძეგლს უვლის - მიმდინარეობს საეკლესიო ცხოვრება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს ძეგლები ფიზიკურად შენარჩუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ძეგლის შენარჩუნება შევძელით და რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტია ქველმოქმედება“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181274/andria-jagmaidze-samebis-tadzris-dasruleba-dzalian-problemuri-iqneboda-rom-ar-kopiliko-bidzina-ivanishvilis-chareva-da-misi-mkhardachera

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner