logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანტროპი და ქველმოქმედია
- +

13 იანვარი. 2021. 00:59

 

„ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანტროპი და ქველმოქმედია. მან ქველმოქმედების თავისი სტანდარტები დააწესა და ქონების 95%-ის ქველმოქმედებისთვის გადაცემაც ამ ხაზის გაგრძელებაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

 

„ქველმოქმედება შეიძლება იყოს ორი ტიპის. ერთია, როდესაც ვიღაცას თანხით ეხმარები, მეორე კი, როდესაც ფინანსურს რესურსებს მიმართავ ისეთ პროექტებში, რომელიც ქვეყნისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ის ხარჯავდა ფულს სახელმწიფო ინსტიტუტების შენობაში, შემდეგ კი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სპორტი, კულტურა, ტურიზმის, სოფლის მეურნეობა, განათლება და სხვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თეატრი, ბალეტი, სპორტი. რაგბის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ბიძინა ივანიშვილია. მაგალითად, ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში - ისეთ ადგილებში, სადაც კერძო სექტორის მხრიდან არანაირი ინტერესი არ არსებობდა, მან ჩადო თავისი ინვესტიცია. ესეთია, მაგალითად, აბასთუმანი, ურეკი, წყალტუბო... ურეკში იყო ჭაობი, დღეს კი მის ადგილას გვაქვს დენდროლოგიური პარკი, უმაღლესი კლასის სასტუმრო „პარაგრაფი“, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი და ა.შ. შესაბამისად, ამ წამოწყებებმა უზრუნველყო ის, რომ კერძო ინვესტორებიც დაინტერესებდნენ ამ რეგიონებით. ჩვენ რომ ვიყოთ პოტენციური ინვესტორები, რა თქმა უნდა, არ დავაბანდებთ ფულს იქ, სადაც არანაირი მოგების შანსი არაა. სწორედ ივანიშვილმა შექმნა საფუძველი იმისა, რომ კერძო კომპანიები დაინტერესდნენ აბასთუმნით, წყალტუბოთი ან ურეკით“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181291/andria-gvidiani-bidzina-ivanishvili-saqartvelos-uakhles-da-ara-mkholod-uakhles-istoriashi-kvelaze-didi-pilantropi-da-qvelmoqmedia

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner