logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მე კანონი არ დამირღვევია!
- +

6 ივლისი. 2016. 01:23


„თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ახმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე გაკეთებული შეფასებების შესახებ.


როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ტერორისტებთან ბრძოლაა საჭირო და არა მათი დაცვა.


"პირველ რიგში, ვისაც სურვილი აქვს, რომ სიტუაციაში გაერკვეს, კარგად მომისმონოს, რასაც და როგორც ვლაპარაკობ. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ როცა მე ამ ინფორმაციას ვაჟღერებ, ამ ეტაპისთვის უკვე ჩვენმა პარტნიორებმა და სხვებმაც იციან ეს ინფორმაცია, მათ შორის ჩვენმა არაპარტნიორებმაც. ჩატაევი დღეს არის ტერორისტად აღიარებული და შესაბამისად ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ და არა დავიცვათ ისინი. თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული. აქ რაიმე კანონდარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ამიტომ სანამ ვინმე შეეცდება, ასე ვთქვათ, ვითომ სახელმწიფო ინტერესების შემცველი ინფორმაციის დაცულობისკენ მომიწოდოს, სჯობს კანონმდებლობაში და სიტუაციაში გაერკვეს. მე კანონი არ დამირღვევია, ეს ძალიან ცხადია და ვისაც ეჭვი ეპარება ვურჩევ კანონმდებლობაში ჩაიხედოს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ზვიად კუპრავა ახმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის" დარღვევაში ადანაშაულებს.


აღნიშნულ თემაზე განცხადება ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა. პრეზიდენტის შეფასებით, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები "იმაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სათქმელია", რითაც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner