logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ანთიძე: 2004 წლიდან, როდესაც ფონდი „ქართუ“ შეუერთდა ძეგლთა დაცვის ინტერესებს, დაიწყო ამ დარგის აღზევება
- +

13 იანვარი. 2021. 01:36

 

„მე 2002 წლიდან ვმუშაობ ძეგლთა დაცვაში და მახსოვს პერიოდი, როდესაც 10000 ლარი ვერ გამონახა ამ სფერომ რაღაც კონკრეტული ქმედებებისთვის. 2004 წლიდან, როდესაც ფონდი „ქართუ“ შეუერთდა ძეგლთა დაცვის ინტერესებს, დაიწყო ამ დარგის აღზევება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

 

„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსის ჩადება. ესაა დარგის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუციის და ხედვის განვითარება. 150 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული ფონდს და 1000-ზე მეტი ძეგლია გაკეთებული. ეს არა მხოლოდ ფინანსური რესურსია, არამედ ის, რომ კონკრეტულ რელსებზე დადგა ძეგლთა დაცვა. ზუსტად ამის მოტივაციით სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა და ბიუჯეტის შექმნა ჩვენი სფეროსთვის, იმიტომ რომ მანამდე ის ჩამოშლილი იყო. მე პირდაპირ ვუკავშირებ ფონდი „ქართუს“ გამოჩენას ჩვენი დარგის აღზევებას. წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც, თუ რამით თავს ვიწონებთ, 90% ფონდი „ქართუს“ გაკეთებული ძეგლებია. „ქართუმ“ და ძეგლთა დაცვამ შექმნეს ერთობლივი ფონდი, რომელსაც პირდაპირ „ქართუ“ აფინანსებს. 21 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ შარშან ფონდი „ქართუს“ მხრიდან, როდესაც ჩვენ გვქონდა 11 მილიონი. 200-ზე მეტი ძეგლი გაკეთდა ჯამში, 150-ზე მეტი იყო მათი. დაახლოებით 3000 ადამიანი იყო სეზონურად დასაქმებული. ამ ციფრებს ვერავინ გაექცევა და ასე იყო ყოველწლიურად“, - განაცხადა ანთიძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181281/nikoloz-antidze-2004-tslidan-rodesats-pondi-qartu-sheuertda-dzeglta-datsvis-interesebs-daitsko-am-dargis-agzeveba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner