logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: თუ სულ ეუბნებოდი ადამიანს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, და ახლა ის მიდის, ხომ შეიძლება რეალურად შეაფასო მისი ქველმოქმედება?
- +

13 იანვარი. 2021. 01:37

 

„თითქოს რაღაც გვაკლდება იმით, რომ ადამიანის მიმართ დამსახურებული სიტყვები ვთქვათ. რატომ გვენანება ამის თქმა? რას ვკარგავთ ამით? თუ სულ ეუბნებოდი ადამიანს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, და ახლა ის მიდის, ხომ შეიძლება რაღაც რეალური თქვა იმ ქველმოქმედების შეფასებისას, რომელიც რეალურად გაკეთდა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„მე არ მინდა გავაკეთო ისეთი აქცენტები, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ შეფასებებს გამოიწვევს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს აქვთ თავიანთი მსოფლმხედველობა. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის პრაქტიკული ღვთისმოსაობა - პრაქტიკულად რას აკეთებს ადამიანი. დღეს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ რაღაც კარგი იდეების წარმოჩენა შეუძლიათ ადამიანებს, მაგრამ რეალურად გამკეთებელს სულ სხვა ფასი აქვს. იდეების ქონა კარგია, მაგრამ ძალა უნდა გვეყოს ამ იდეების შესრულებისთვის. თითქოს რაღაც გვაკლდება იმით, რომ ადამიანის მიმართ დამსახურებული სიტყვები ვთქვათ. რატომ გვენანება ამის თქმა? რას ვკარგავთ ამით? თუ სულ ეუბნებოდი ადამიანს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, და ახლა ის მიდის, ხომ შეიძლება რაღაც რეალური თქვა იმ ქველმოქმედების შეფასებისას, რომელიც რეალურად გაკეთდა. თუ ბიძინა ივანიშვილის აქტივები 5 მილიარდი იყო და მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს, გამოდის, რომ მხოლოდ 4% რჩება, ეს ხომ უპრეცედენტო რამაა. თუ დღევანდელი სურათით ვიმსჯელებთ, ვხედავთ უამრავ ქველმოქმედებას, მათ შორის ეკლესიის მიმართ, და ასეთ დამოკიდებულებას სიკეთეებისადმი. თუ ამას ერთ ადამიანს ვერ დავუფასებთ, ეს შემდეგ სხვებთანაც განმეორდება. მოდით შევთანხმდეთ, რომ ცოტა მეტი მადლიერება გვმართებს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181277/andria-jagmaidze-tu-sul-eubnebodi-adamians-rom-tsavides-politikidan-da-akhla-is-midis-khom-sheidzleba-realurad-sheapaso-misi-qvelmoqmedeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner