logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თევზაძე: ქუთაისის უნივერსიტეტი ნამდვილად არის მეგაპროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით
- +

13 იანვარი. 2021. 01:45

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნამდვილად არის მეგაპროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის უნიკალური პროექტი და ამას ამბობს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

 

„ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პარტნიორობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეთთან და შარშან ჩვენ სტუდენტების პირველი ნაკადი მივიღეთ. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა ფეხი აუწყვეს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამას. ეს არის წამყვანი ევროპული პროგრამა და ეს განათლება ხელმისაწვდომია ყველა მოტივირებული ახალგაზრდისთვის. სირთულეების მხრივ მე მინდა ვთქვა, რომ იმ უნიკალური დაფინანსების პირობებში, რომელიც აქვს ჩვენს უნივერსიტეტს, მთავარი ამოცანა იყო, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა სწორად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავიდანვე ვიცოდით, რომ უნდა ვიყოთ უმაღლესი განათლების საუკეთესო მაგალითი. ეს უნდა იყოს უნივერსიტეტი, რომელიც ცვლის უმაღლესი განათლების სტანდარტს საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიან. ერთი მხრივ, ფონდმა „ქართუმ“ უნიკალური დაფინანსება გამოყო, მეორე მხრივ კი, ჩვენ შევძელით, დარგის წამყვანის სპეციალისტებისა და პროფესორების საქართველოში ჩამოყვანა ან ონლაინ-მეთოდით მოწვევა. მთავარია, რომ ახალგაზრდებს აქვს საშუალება, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო პროფესორებისგან“, - განაცხადა თევზაძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181282/aleqsandre-tevzadze-qutaisis-universiteti-namdvilad-aris-megaproeqti-ara-mkholod-saqartvelostvis-aramed-saertashoriso-masshtabit

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner