logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: სიტყვის თავისუფლება არნახული თავდასხმის ქვეშაა!
- +

13 იანვარი. 2021. 01:49

 

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება აქამდე არნახული თავდასხმის ქვეშაა.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მექსიკის საზღვარზე აღნიშნა, სადაც კედელზე თავისი ავტოგრაფი დატოვა.​

 

მისი თქმით, კონსტიტუციის 25-ე შესწორება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

„25-ე შესწორება ჩემთვის ნული რისკია, თუმცა დაბრუნდება, რომ განდევნოს ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა იმპიჩმენტს თაღლითობა დ ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.

 

„ახლა დროა, ჩვენი ერის გამოჯანმრთელების. მშვიდობისა და სიმშვიდის დროა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

https://1tv.ge/news/donald-trampi-ackhadebs-rom-sityvis-tavisufleba-arnakhuli-tavdaskhmis-qveshaa/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner