logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს - საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს
- +

13 იანვარი. 2021. 01:56

 

„საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს - ტარდება დეზინფექცია, ტესტირება, ვინც მოდის, პირბადე უკეთია. ამიტომ, შესაბამისი მდგომარეობაა. მადლობა ღმერთს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„მხოლოდ მდივან-რეფერენტია იზოლაციაში. მას დაუდგინდა და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს კოვიდინფექცია. მადლობა ღმერთს, სხვა ყველა ჯანმრთელია. კი, იყო პროგნოზები და მოლოდინი, რომ მაინცდამაინც, აქ მოხდებოდა აფეთქება, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, დღეში 4 ათასი ადამიანი ავადდება, შესაძლებელია, ეკლესიაშიც მოხდეს რაღაც. ამჯერად, ყველაფერი კარგადაა“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181276/andria-jagmaidze-patriarqi-tavs-kargad-grdznobs--sapatriarqoshi-maqsimalurad-vitsavt-usaprtkhoebis-tsesebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner