logo_geo
eng_logo
რომის პაპმა ქალებს საკურთხეველთან, წირვა-ლოცვაზე მსახურების ნება დართო
- +

13 იანვარი. 2021. 02:35

 

პაპმა ფრანცისკემ რომის კათოლიკური ეკლესიის კანონი შეცვალა, რომლის საფუძველზეც ქალებს საკურთხეველთან, წირვა-ლოცვაზე მსახურების უფლება მიეცემათ. ეს კათოლიკურ სამყაროში ქალების იმ როლის ფაქტობრივი აღიარებაა, რასაც დასავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში ისინი უკვე კარგა ხანია ასრულებენ. რომის პაპის განცხადებით, ქალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საეკლესიო ცხოვრებაში.

 

მიუხედავად ცვლილებებისა, მღვდლობა ჯერ კიდევ მამაკაცების პრეროგატივად რჩება.

 

ეს ცვლილება ბევრი კონსერვატული ეკლესიების ლიდერს ლიტურგიის პროცესში ქალების როლის გააქტიურებას აიძულებს.

 

პონტიფიკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო. პაპის თქმით, მას სურს რომ, როლს, რომელსაც ქალები უკვე ასრულებენ ეკლესიაში, მეტი სტაბილურობა და საზოგადოებრივი აღიარება მისცეს.

 

 

https://report.ge/world/romis-papma-kalebs-sakurtkheveltan-tsirva-lotsvaze-msakhurebis-neba-darto/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner