logo_geo
eng_logo
კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა, ხოლო ბრალი კი 70 ადამიანს წაუყენეს
- +

13 იანვარი. 2021. 02:50

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა, ხოლო ბრალი კი 70 ადამიანს წაუყენეს.

 

„ექვსი დღის განმავლობაში, 160-ზე მეტი საქმეა აღძრული და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, - აღნიშნა კოლუმბიის ოლქში გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა, სტივენ დანტუონომ.

 

სტივენ დანტუონომ არეულობაში მონაწილე პირებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის ოლქი დატოვეთ, გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონული განყოფილებების აგენტები კარზე მოგადგებიან, თუ დავადგენთ, რომ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდით“, - განაცხადა დანტუონომ.

 

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/181301/fbi-kapitoliumshi-shechris-gamodziebis-parglebshi-siskhlis-samartlis-160ze-meti-saqme-agidzra-kholo-brali-ki-70-adamians-tsaukenes

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner