logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ბოლო წლებში განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია
- +

13 იანვარი. 2021. 02:58

 

„ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი ღვაწლი შეუფასებელია. მინდა, მას ამისთვის მადლობა გადავუხადო. ეს შეუქცევადი პროცესია და ვეღარც ერთი მმართველი ვეღარ შეძლებს, რომ ერთი კაცის ჭკუაზე იმართებოდეს ქვეყანა და ყველაფრის უფლება ჰქონდეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

 

„საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა, შესაძლოა, პოზიტიური ფაქტორიც იყოს იმდენად, რამდენადაც საშუალოვადიან პერიოდში შეიქმნება ავტორიტეტი, რომელიც მუდმივად იქნება ქვეყნის სამსახურში და საჭიროების შემთხვევაში, როგორც ადამიანურ რესურსს, ქვეყანა გამოიყენებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ავტორიტეტები არ არიან, თუ არ ჩავთვლით პატრიარქს, მის უწმინდესობას და სხვა მსგავსი, მასშტაბური ავტორიტეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასრულებით, ქველმოქმედის სტატუსით, დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვნად ავტორიტეტად ქვეყნისთვის. მგონია, რომ ეს საკმაოდ დიდი რესურსია ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით. მგონია, რომ ქვეყანა ამას აუცილებლად გამოიყენებს და ეს პოზიტიურ როლს ითამაშებს. რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის მაინც არსად არ მიდის, რომ არ სჯერათ, მისი პროცესებისგან დისტანცირების - სინამდვილეში, ისინი ავანსად იქმნიან ნიადაგს, რომ შემდგომში, თავიანთი უნიათობა და უუნარობა დააბრალონ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ არაფორმალური მმართველია. მათ იციან და დარწმუნებულები არიან, რომ ვერაფერს გააკეთებენ სამომავლო პოლიტიკურ პროცესში და ამ პროცესისგან დისტანცირებულები იქნებიან, მაინც უნდათ, რომ დაიტოვონ ობიექტად და ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ და შეაწმინდონ ხელები, თავიანთი უსუსურობის ფონზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა და პოლიტიკურ ქველმოქმედება შეუფასებელი პროცესია. ჩვენ არ ვიცით, სად ვიქნებოდით დღეს, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, არ ვიცით, როგორ განვითარდებოდა პროცესები და ზოგადად, იარსებებდა თუ არა ქვეყანა. წინა ხელისუფლების გუნდს, შეიძლება, ქვეყანა სადღაც გადაეჩეხა თავისი გაუაზრებელი და უშინაარსო ქმედებებით. ასეთები მრავლად იყო წინა ხელისუფლების პირობებში. აქედან გამომდინარე, შეუფასებელია, თუ რა მასშტაბის პოლიტიკურ ქველმოქმედებაზეა საუბარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას დაუდო საფუძველი. დღეს საქართველო რადიკალურად განსხვავებული ქვეყანაა. მხედველობაში მაქვს მენტალური და საზოგადოებრივი თვითშეგნების თვალსაზრისი. დღეს საქართველოში, ისე, როგორც არასდროს, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. საფუძვლები, რომლებზეც ძლიერი სახელმწიფოები შენდება, უკვე შექმნილია. ესაა ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. საზოგადოებამ ისწავლა ხელისუფლების კონტროლი და ნახა, რომ რეალურად, მართვის სადავეები მის ხელშია“ - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/181293/andria-gvidiani-bolo-tslebshi-gankhortsielebuli-pundamenturi-repormebi-bidzina-ivanishvilis-politikuri-qvelmoqmedebis-shedegia

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner