კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართა.
მოლაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კათოლიკოს -პატრიარქმა გადაიხადა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 29 ივნისს, პარიზში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.