logo_geo
eng_logo
კორუფციული სკანდალის გამო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
- +

13 იანვარი. 2021. 11:04

 

კორუფციული სკანდალის გამო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. იური რატასმა ამის შესახებ განაცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

 

„პოლიტიკაში რთული გადაწყვეტილებების გადასაჭრელად რთული არჩევანის გაკეთება გიწევს. შექმნილ სიტუაციაში, ჩემი ღირებულებებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან“,- წერს რატასი.

 

ესტონეთის მთავრობის მეთაურის გადადგომას წინ უძღოდა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს შორის არის პარტიის გენერალური მდივანი მიხაი კორბი. გამოძიების მიხედვით, კორბმა ესტონელ ბიზნესმენს სთხოვა, პარტია წელიწადში ერთი მილიონი ევროთი დააფინანსოს, სანაცვლოდ კი ბიზნესმენს ტალინში სამშენებლო პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო სააგენტოდან სესხად 39 მილიონ ევროს გამოყოფას დაჰპირდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner