ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს სულხან მოლაშვილს ასე ემშვიდობება:
„რაც შეეხება სულხანს, სულხანი იყო ჩემი მეგობარი მრავალი წლის და მე ძალიან მიჭირდა მისი გარდაცვალების დღიდან ამ წუთამდე მასზე საუბარი, როგორც უკვე წასულ ადამიანზე და ძალიან გული მტკივა, რომ ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ, რომ ის უკვე დაკრძალეს..."- განაცხადა გრიგოლიამ.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართა.
მოლაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კათოლიკოს -პატრიარქმა გადაიხადა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 29 ივნისს, პარიზში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.