logo_geo
eng_logo
საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა
- +

6 ივლისი. 2016. 10:18


საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.



ვიზტის ფარგლებში, დღესვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.



დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.



ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner