logo_geo
eng_logo
მარტვილში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
- +

13 იანვარი. 2021. 18:38

 

მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან ერთად  მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დასრულდა  წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ  1 211 075 ლარი შეადგინა და სამუშაოები ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენმა“ შეასრულა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჰიდრომშენი“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ   ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 2 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 21 სკოლაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner