logo_geo
eng_logo
„მთელი გულით მხარს ვუჭერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე“
- +

6 ივლისი. 2016. 10:20


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელი ტანია ფაიონი მიიჩნევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში ევროკავშირმა თითოეული ქვეყნის საკითხი ინდივიდუალურად, შესრულებული კრიტერიუმების მიხედვით უნდა განიხილოს.



სლოვენიელმა კანონმდებელმა უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა.



თუკი კრიტერიუმები შესრულებულია, ჩვენ უნდა მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი. მსურს, რომ საკითხს მივუდგეთ არა პოლიტიკურად, არამედ დაკმაყოფილებული კრიტერიუმების მიხედვით. მე მთელი გულით მხარს ვუჭერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე", - განაცხადა ტანია ფაიონმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner