logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ივანიშვილის პროექტებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხეში იყო მთელი ქვეყანა და ამიტომ წავიდა ის პოლიტიკაში
- +

13 იანვარი. 2021. 21:35

 

„მე 2011 წლამდე საჩხერის კლინიკაში ვმუშაობდი. ჩვენს კლინიკასა და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით დაცულ სხვა პროექტებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხეში იყო მთელი ქვეყანა და ამიტომ წავიდა ის პოლიტიკაში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

„პოლიტიკაში შემოსვლის ქველმოქმედებად შეფასება შეიძლება რთული აღსაქმელი იყოს შესაბამისი განმარტებების გარეშე. მე 2011 წლამდე საჩხერის კლინიკაში ვმუშაობდი. ერთი მხრივ, მაშინ იყო მმართველი ძალა, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მეორე მხრივ, საჩხერეში მიმდინარე პროექტები გამორჩეული იყო იმით, რომ მე და ჩემს თანამშრომლებს პრაქტიკულად არ გვქონია შეხება მმართველ ძალასთან, იმიტომ რომ დაცულები ვიყავით ამ ადამიანის ავტორიტეტით. საჩხერეს და მისი ავტორიტეტით დაცულ სხვა პროექტებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხეში იყო მთელი ქვეყანა და ამიტომ წავიდა ივანიშვილი პოლიტიკაში. ესაა ჩემი შეხედულება. საჩხერის კლინიკა კონცეპტუალურად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან და შემდგომში ეს კონცეფცია გავრცელდა ყველაზე საყოველთაო ჯანდაცვის სახით. ესაა მიდგომა, რომ უფულობის გამო არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ უნდა დაემუქროს საფრთხე. ჩვენ მხოლოდ საჩხერის მოსახლეობას არ ვმკურნალობდით, ძალიან ხშირად ჩამოჰყავდათ სხვა ქალაქებიდან პაციენტები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ. 2013 წლიდან იგივე კონცეფცია გავრცელდა მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner