logo_geo
eng_logo
თურქეთის მარეგულირებელმა ჩინური ვაქცინა СoronaVac-ის გამოყენება დაამტკიცა
- +

13 იანვარი. 2021. 21:52

 

თურქეთის ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტომ ჩინური კომპანია SinoVac-ის ვაქცინის СoronaVac-ის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

 

„დღეს ჩინური ვაქცინის გამოკვლევა დასრულდა. აღნიშნული ვაქცინა საკმაოდ საიმედია. 14 იანვრიდან ამ ვაქცინის გადაუდებელ სიტუაციებში გამოყენებას დავიწყებთ. ხვალინდელი დღიდან ასევე დაიწყება სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია“, - აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 346 285 შემთხვევა გამოვლინდა, 23 152 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 218 464 - გამოჯანმრთელდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner