logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს
- +

6 ივლისი. 2016. 10:53



აშშ-ის პრეზიდენტი ბარა ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს. თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატ კანდიდატს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი უწოდა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მის მხარდამჭერ აქციას დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.



მე დღეს აქ ვარ, ვინაიდან მჯერა ჰილარი კლინტონის. ამ პოსტზე უფრო მეტად კვალიფიციური ქალი ან მამაკაცი კანდიდატი არასოდეს ყოფილა. ეს სიმართლეა", - განაცხადა ობამამ.



თეთრი სახლის ლიდერს მიმართვისას რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი არ უხსენებია, თუმცა, გამოსვლაში მისი საწინააღმდეგო ფრაზებიც გაისმა.



მე ვიცი, რას ამბობს სხვა კანდიდატი იმისათვის, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ დიდებული ქვეყანა გახდეს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.



დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა საბოლოოდ 25-28 ივლისს გაირკვევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner