logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი სოციალური ქსელების ზეწოლას არ დაემორჩილება
- +

14 იანვარი. 2021. 02:48

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი არ დაემორჩილება სოციალური ქსელების ზეწოლას. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

მისი თქმით, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ახალ გამოწვევას და რისკებს აჩენს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „თურქეთი აპირებს განამტკიცოს შეტყობინებების გაცვლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მდგრადობა“.

 

მან ასევე ისაუბრა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაზე, წაშალონ ქსელიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში.

 

„ჩვენ ვერ შევურიგდებით დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მაგრამ ასევე ვერ მივიღებთ ადამიანების საკომუნიკაციო არხების კანონიერი საფუძვლების გარეშე დახშობას“, – განაცხადა ერდოღანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner