logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: „თბილისობა-2016“ განსაკუთრებით მასშტაბური იქნება
- +

6 ივლისი. 2016. 10:59



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „თბილისობა-2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება.



დედაქალაქის მერიაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში დედაქალაქის მერმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის თბილისობის დღესასწაულის გამართვის რიცხვი დაანონსა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება. ძირითადი ღონისძიებები რიყის პარკში გაიმართება, თუმცა ღონისძიებები მთელ ქალაქს მოიცავს.



ნარმანიას განცხადებით, მერიაში გამოცხადებულია განაცხადების მიღება, თუ როგორ უნდა გაიმართოს თბილისობის დღესასწაულის ღონისძიებები. პროექტის, იდეის, მოსაზრების დაფიქისირება მსურველებს 31 ივლისამდე შეეძლებათ. შემოსული განცხადებები სადღესასწაულო ღონისძიებების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები თბილისის მერიაში კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე უნდა შეიტანონ.



დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ ყოველ წელს თბილისობა კონკრეტულ თემას ეძღვნება. გასულ წელს იგი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის თემას მიეძღვნა. მერის თქმით, თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები შეიტანონ. დედაქალაქის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ კომისიას თბილისის მერი უხელმძღვანელებს. მოქალაქეების მხრიდან შესულ წინადადებებზე აღნიშნული კომისია იმსჯელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner