სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
მინისტრი მათ მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
„გულითადად ვიზიარებ თითოეული მუსლიმი პატიმრის სიხარულს, რომელიც უკავშირდება რამადან ბაირამის დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, თქვენს ოჯახებთან და ძვირფას ადამიანებთან დაბრუნებას.
ისლამური რელიგია წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელ ნაწილს და დარწმუნებული ვარ, მომავალში გექნებათ შესაძლებლობა, განაგრძოთ საკუთარი წვლილის შეტანა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში", - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.