logo_geo
eng_logo
დოშაყეში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

14 იანვარი. 2021. 17:11

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ  დაათვალიერეს.

 

პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.

 

დოშაყეში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია უტარდება ქ. მარტვილის №1, სალხინოს და ლედგებეს საჯარო სკოლებს. აღსანიშნავია, რომ   ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები ჩატარდა 21 სკოლაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner