logo_geo
eng_logo
ბელარუსი რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს
- +

14 იანვარი. 2021. 20:53

 

ბელარუსი რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს. ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, რუსეთთან კონტრაქტი მზადდება შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ეს-400“ "ტრიუმფისა" და ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექს „პანცირ ეს“-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

ვაგრძელებთ კონტრაქტის წინა სამუშაოებს ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემების დივიზიონის, რომელიც აღჭურვილია „ეს-300-ით“, ახალი „ეს-400“ და „პანცირ ეს“-ის კომპლექსებით გადაიარაღების კუთხით“, - განაცხადა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა იგორ გოლუბმა.

 

„ტრიუმფის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები რუსეთმა კონტრაქტის თანახმად მიაწოდა ჩინეთსა და თურქეთს, ხოლო 2021 წელში მიწოდება უნდა დაიწყოს ინდოეთისთვის.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637514-belarusi-rusetisgan-es-400-is-tipis-haersacinaagmdego-tavdacvis-sistemebs-sheizens

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner