ბელარუსი რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს
-
+
14 იანვარი. 2021. 20:53
ბელარუსი რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს. ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთთან კონტრაქტი მზადდება შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ეს-400“ "ტრიუმფისა" და ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექს „პანცირ ეს“-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ვაგრძელებთ კონტრაქტის წინა სამუშაოებს ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემების დივიზიონის, რომელიც აღჭურვილია „ეს-300-ით“, ახალი „ეს-400“ და „პანცირ ეს“-ის კომპლექსებით გადაიარაღების კუთხით“, - განაცხადა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა იგორ გოლუბმა.
„ტრიუმფის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები რუსეთმა კონტრაქტის თანახმად მიაწოდა ჩინეთსა და თურქეთს, ხოლო 2021 წელში მიწოდება უნდა დაიწყოს ინდოეთისთვის.
https://www.interpressnews.ge/ka/article/637514-belarusi-rusetisgan-es-400-is-tipis-haersacinaagmdego-tavdacvis-sistemebs-sheizens