logo_geo
eng_logo
იორდანიის მეფემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
- +

14 იანვარი. 2021. 21:02

 

იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

 

13 იანვარს იორდანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის 29 ცენტრი გაიხსნა.

 

იორდანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უახლეს თვეებში მოსახლეობის სულ მცირე 20%-ის აცრას გეგმავენ.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იორდანიაში კორონავირუსის 311 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181579/iordaniis-mepem-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsina-gaiketa

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner