ექსპერტი გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებზე საუბრობს. ბურჯანაძის განცხადებით, მოსახლეობა განსაკუთრებით უნდა ერიდოს იმპორტული საზამთროს და ნესვის ყიდვას.
„საზამთრო და ნესვი მეტწილად ირანიდან და ჩინეთიდან შემოდის. ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ იყო შემოტანილი და დიღმის ტრასაზე იდო ეს პროდუქტი. სწორედ ამიტომ უნდა ვერიდოთ იმპორტირებულ საზამთროსა და ნესვს. ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი მზის შუქზე დევს, ფუჭების პროცესი შიგნიდან მიმდინარეობს და გარედან არ ჩანს. ანუ მომხმარებელი ყიდულობს გაფუჭებულ პროდუქტს, რომელიც მისთვის ძალიან მავნებელია. იგი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს",- განაცხადა ბურჯ