საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია.
პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-gamyofi-khazis-mimdebare-sofel-gremiskhevs-estumra/