logo_geo
eng_logo
მეათე მოწვევის პარლამენტი საერთაშორისო ვიზიტებისთვის ემზადება
- +

14 იანვარი. 2021. 22:28

 

ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში 19 იანვრიდან შეხვედრები აქვს დანიშნული ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის პარტნიორებს საქართველოს გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.

 

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იქნება ის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი განაცხადისა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების და ევროპელი კოლეგების მხრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი მომენტი იმისათვის, რომ ჩვენი გეგმების შესახებ ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, გავეცნოთ ახალ პარლამენტის წევრებს, გავაცნოთ ჩვენი ხედვები და სამომავლო გეგმები და ვეცადოთ რომ მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

25 იანვრიდან ევროსაბჭოში აქტიურად იმუშავებს საპარლამენტო დელეგაცია.

 

ზამთრის სესიაზე ორი ანგარიშის განხილვა იგეგმება, ერთი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის მიერ მომზადებული დოკუმენტია, მეორე კი ყოველწლიური ანგარიში, სადაც როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, საქართველოს მისამართით უპრეცენდენტოდ დადებითი შეფასებებია.

 

პარალელურად, ბელგიის დედაქალაქში ვიზიტისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტი.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181599/meate-motsvevis-parlamenti-saertashoriso-vizitebistvis-emzadeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner