logo_geo
eng_logo
16 წლამდე მომხმარებლების ანგარიშები Tik Tok-ში პრივატული იქნება
- +

14 იანვარი. 2021. 23:12

 

Tik Tok-ში 16 წლამდე მომხმარებლების ანგარიშები სულ მალე პრივატული (დახურული) იქნება. მოზარდების ვიდეოების ნახვას მხოლოდ ნებადართული გამომწერები მიიღებენ.

 

ამასთან, არასრულწლოვანი მომამხრებლების ვიდეოები რეკომენდაციებში და FY გვერდზე აღარ გამოჩნდება.

 

16 წლამდე მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ, ვის შეუძლია მათ ვიდეოებთან კომენტარის დატოვება. ამასთან, არასრულწლოვან ბლოგერებს ვიდეოდუეტების ჩაწერის საშუალებას აღარ მოსცემენ.

 

Tik Tok-ში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციებით არასრულწლოვანი მომხმარებლების დაცვას ცდილობენ.

 

https://report.ge/world/16-tslamde-momkhmareblebis-angarishebi-tiktok-shi-privatuli-ikneba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner