logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ
- +

14 იანვარი. 2021. 23:23

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ და განზე ნუ დარჩებიან.

 

„ოპონენტებისგან გვესმის, რომ ეს პარლამენტი ძალიან მდორეა, არ არის მსჯელობა. მათ მოვუწოდებ, შემოვიდნენ, მათ შორის „მოქალაქეებს“. არიან პოლიტიკური ძალები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც განწყობილი არიან, რომ მომავალზე იფიქრონ და მათ შორის იფიქრონ იმ რეფორმაზე, რაც საარჩევნო სისტემას უახლოეს მომავალში ელის.

 

პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ მხრიდან გვესმის, რომ პარლამენტში შემოსვლა მნიშვნელოვანია და მინდა ვუთხრა, რომ შემოვიდნენ და ისტორიული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181593/shalva-papuashvili-opozitsias-moutsodebs-sakanonmdeblo-organoshi-shevidnen-da-istoriul-sakitkhebshi-monatsileoba-miigon

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner