„საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პორტუგალიელ კოლეგასთან, აუგუშტუ სანტუშ სილვასთან სატელეფონო საუბარი გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე. მინისტრებმა აღნიშნეს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციის პროცესის დაწყების მნიშვნელობა და განიხილეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბრისას ხაზი ასევე გაესვა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის სერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.