logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მიუხედავად იმისა, რომ წინ გამოწვევებით სავსე წელი გველოდება, გუნდი როგორც არასდროს, ისეა შეკრული
- +

15 იანვარი. 2021. 00:02

 

მიუხედავად იმისა, რომ წინ გამოწვევებით სავსე წელი გველოდება, გუნდი როგორც არასდროს, ისეა შეკრული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ, 16 იანვარს გასამართ პარტია „ქართული ოცნება“ ყრილობაზე საუბრისა განაცხადა.

 

„პარტიულ ყრილობაზე ავირჩევთ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, ასევე პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ირაკლი კობახიძე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ წინ გამოწვევებით სავსე წელი გველოდება, გუნდი როგორც არასდროს, ისეა შეკრული და გვყავს ლიდერი ირაკლის სახით, რომელიც საკმაოდ კომპეტენტური და გამოცდილია. ზუსტად ვიცი, ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკური სიძნელეებითაა განპირობებული“, - განაცხადა ზარქუამ.

 

ამასთან, „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრები დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე. ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ილია ნაკაშიძე ადასტურებს.

 

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner