logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე გურიაში განვითარებულ მოვლებზე: ყოველთვის ვიღაც ცდილობს, რომ ასეთი დაპირისპირებიდან თავისი სარგებელი ნახოს
- +

15 იანვარი. 2021. 00:20

 

„აქ საქმე იმაში არ არის, მეჩეთი უნდა გაიხსნას თუ არა და არც იმაშია საქმე, ამ შემთხვევაში დაპირისპირება ყოფითია თუ არა, რადგან ყოველთვის ვიღაცა ცდილობს, რომ ასეთი დაპირისპირებიდან თავისი სარგებელი ნახოს, - ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს, რომ ეს პროცესი იყოს.

 

„ბუნებრივია, უსიამოვნო პროცესია. ასეთი ტიპის რამდენიმე ინციდენტი მოხდა ბოლო წლებში საქართველოში. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცას აწყობს, რომ ეს პროცესი იყოს. აქ საქმე იმაში არ არის, მეჩეთი უნდა გაიხსნას თუ არა და არც იმაშია საქმე, ამ შემთხვევაში დაპირისპირება ყოფითია თუ არა, რადგან ყოველთვის ვიღაცა ცდილობს, რომ ასეთი დაპირისპირებიდან თავისი სარგებელი ნახოს. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან და ეს უნდა ესმოდეთ ადგილობრივ მუსლიმებსაც და ადგილობრივ ქრისტიანებსაც“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

ჩოხატაურის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181587/mamuka-areshidze-guriashi-ganvitarebul-movlebze-koveltvis-vigats-tsdilobs-rom-aseti-dapirispirebidan-tavisi-sargebeli-nakhos

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner