logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: არავის სიამოვნებს ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ დღეში 50 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება არასასიამოვნოა
- +

15 იანვარი. 2021. 00:34

 

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.

 

კარგი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს, რომ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კოვიდის გამო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181610/paata-imnadze-sazogadoebriv-transportze-aravis-siamovnebs-adamianebistvis-diskomportis-sheqmna-magram-dgeshi-50-kovidinpitsirebulis-gardatsvaleba-arasasiamovnoa

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner