logo_geo
eng_logo
კენიაში კორონავირუსის 16 ახალი შტამი აღმოაჩინეს
- +

15 იანვარი. 2021. 01:06

 

კენიის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის ექსპერტებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კორონავირუსის 16 ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლებიც უნიკალური ხასიათისაა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა East African  წერს.

 

„ახალი შტამების თავისებურება ისაა, რომ მათ გავრცელება სწრაფად შეუძლიათ და დაავადების საწყის ეტაპზე დაინფიცირებულ ადამიანში მათი იდენტიფიცირება ძალიან რთულია”, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ჩარლზ აგოტი.

 

ახალი შტამების იდენტიფიცირება ტაიტიში გასული წლის ბოლოს მოხდა. ისინი გენეტიკურად კორონავირუსების საშიში ჯიშებისაგან განსხვავდებიან, რომლებიც სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში ახლახანს აღმოაჩინეს.

 

სამუშაოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეუერთდა.

 

„მუტირებულმა ვირუსებმა ტაიტიში დიდი რაოდენობით დაავადებები გამოიწვია”, - აღნიშნა მეცნიერმა.

 

ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსის ოთხი ახალი შტამი აგრესიულია. კენიელი მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანას, შესაძლოა, აფეთქების სცენარი ემუქრებოდეს.

 

დღეისათვის კენიაში კორონავირუსის 98 432 შემთხვევაა გამოვლენილი, 1,716 პაციენტი გარდაიცვალა.

 

https://report.ge/world/keniashi-koronavirusis-16-akhali-shtami-aghmoachines/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner