1998 წლის ბედობა დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. პრეზიდენტი შევარდნაძე სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. აშენებდა რა დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხელს უწყობდა თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ არქივში ბევრია ჟურნალისტებთან პრეზიდენტის უშუალო ურთიერთობის ამსახველი კადრები, თუმცა საახალწლო განწყობისთვის ეს ვიდეოფრაგმენტი ვარჩიეთ. ბევრ ნაცნობ სახეს აღმოაჩენთ და მათ იმდროინდელ სურვილებსა თუ მოსაზრებებსაც გაიგებთ.
ფეისბუქ-გვერდი: The Eduard Shevardnadze Center