logo_geo
eng_logo
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორმა მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა
- +

15 იანვარი. 2021. 01:45

 

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორმა მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაძლევს.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია 19 დეკემბერს დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქალაქე გახდა, ვინც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 523 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 850 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181617/israelshi-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsinatsia-orma-milionma-adamianma-gaiara

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner