აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველთვის იქნება დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე.
„ავღანეთში ამერიკული შეიარაღებული ძალების ყოფნა ბოლო 19 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა. იგივე ეხება ერაყსა და სირიას. მე ყოველთვის ვიქნები დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები აღადგინა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენა და ჩვენი მამაცი კაცებისა და ქალების მხარდაჭერა ჩემთვის დიდი პატივი იყო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.