შეერთებულ შტატებში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე რუსეთი აქტიურდება. სერგეი ლავროვმა დღეს საუდელ კოლეგასთან მოსკოვში შეხვედრა გამართა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ალ-საუდთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ისე იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში.
ლავროვმა ამის მაგალითად ერაყი, ლიბია და სირიის არაბული რესპუბლიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ აქ მცხოვრები ხალხისთვის ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მოსკოვისთვის სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე გარედან მათთვის გარკვეული იდეოლოგიური სქემებისა და დანიშნულების დაწესება დაუშვებელია.
https://rustavi2.ge/ka/news/187413