logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყნდება, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ
- +

15 იანვარი. 2021. 02:23

 

იმუნიზაციის გეგმა გამოქვეყნდება, შეიძლება, ერთ-ორ დღეში გამოვაქვეყნოთ ეს გეგმა, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველი ჯგუფი, ვინც აიცრება, იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე – მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე -75 წელს გადაცილებული ადამიანები, მეოთხე – 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ა.შ.

 

პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ ვისთვისაც კოვიდისასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

https://primetime.ge/imunizatsiis-gegma-albat-ert-or-dgheshi-gamoqvekndeba-tsnobismokvareebma-rom-nakhon-imnadze/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner