logo_geo
eng_logo
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდე გაგრძელდება
- +

15 იანვარი. 2021. 02:39

 

იტალიის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.

 

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ეპიდემიური მდგომარეობა გაუარესდა. მისივე თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა იზრდება და ჩნდება ეპიდემიის ახალი კერები.

 

ცნობილია, რომ 28 დეკემბერს იტალიაში ექიმებმა კორონავირუსის ბრიტანული შტამი გამოავლინეს.

 

https://report.ge/world/italiashi-sagangebo-mdgomareoba-30-aprilamde-gagrdzeldeba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner