სამხრეთ კორეის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პაკ კინ ჰე ციხეში 20 წელს გაატარებს, კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
საერთო ჯამში, ექს-პრეზიდენტს ციხეში 22 წლის გატარება მოუწევს. ორწლიანი სასჯელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკანონოდ ჩარევისთვის ემატება, როდესაც მან დახმარება გაუწია მაშინდელი მმართველი პარტიის, სენურის კანდიდატებს.
პაკ კინ ჰემ პრეზიდენტის თანამდებობა 2017 წელს იმპიჩმენტის პროცესით დატოვა.
2018 წლის ივლისში, პირველმა ინსტანციის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქრთამის აღებისთვის, ხოლო კიდევ 5 წელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. იგი ასევე 16 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.
ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა 30 წლამდე გაზარდა.
https://report.ge/world/samkhret-koreis-uzenaesma-sasamartlom-qofil-prezidents-20-tseli-miusaja/