პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელებში ტექნოლოგიური გიგანტების მიერ დაწესებული ცენზურა აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ალგორითმები, ან კორპორაციული გიგანტების მფლობელები არ უნდა წყვეტდნენ, რომელი შეხედულებებია სწორი და რომელი არა", - განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს სოციალური ქსელების მიერ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა. პოლონეთში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიის მხრიდან მსგავს ქმედებას არაკანონიერად გამოაცხადებს.
კანონპროექტის თანახმად, სოციალური ქსელების პოლონელ მომხმარებლებს, თუ ჩათვლიან, რომ პოლონეთის კანონი არ დაურღვევიათ, წაშლილი სტატუსებისა და კონტენტის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში ჩივილი შეეძლებათ. სასამართლომ გადაწყვეტილება 7 დღეში უნდა გამოიტანოს. პროცესი მთლიანად ელექტრონული იქნება.
https://report.ge/world/poloneti-sotsialur-kselebshi-tsenzuras-krdzalavs/