logo_geo
eng_logo
„ტვიტერის“ უფროსი დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ კოომენტარს აკეთებს
- +

15 იანვარი. 2021. 02:53

 

„ტვიტერის“ უფროსი ჯეკ დორსი, პლატფორმაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ აცხადებს, რომ ეს „სახიფათო" პრეცედენტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მაინც ამართლებს.

 

დორსის თქმით, ტრამპის დაბლოკვა თავისუფალი, ჯანსაღი კომუნიკაციის ერთგვარი მარცხია. ერთ კონკრეტულ კორპორაციას ან პიროვნებას, შესაძლოა, ხელში ჩაუვარდეს ისეთი მძლავრი ბერკეტი, როგორიცაა კომუნიკაცია სამყაროსთან.

 

„მე არ ვგრძნობ სიამაყეს დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიშის დაბლოკვით, ან იმით, თუ როგორ მივედით აქამდე. არაერთი მკაფიო გაფრთხილების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რადგან ადამიანებს პლატფორმაზე და მის გარეთ, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდათ", - განაცხადა დორსიმ.

 

„ტვიტერი“ ერთადერთი სოციალური სივრცე არაა, სადაც ტრამპის მიმართ შეზღუდვები გამოიყენეს. „ფეისბუქმა“ და „იუთუბმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დროებით დაბლოკეს.

 

„სნაპჩატმა“ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემსახურება.

 

https://report.ge/world/twitter-is-ufrosi-donald-trampis-dablokvis-shesakheb-saubrobs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner