საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა, ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება გამოაცხადა.
როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა და ერთკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
„ჩვენს საზღვრებზე კონტროლს გავამკაცრებთ. 18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს გამოფრენამდე კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ისინი საფრანგეთში ერთკვირიან კარანტინს გაივლიან, რის შემდეგაც კვლავ გაივლიან ტესტირებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 830 442 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 69 031 ადამიანი გარდაიცვალა.