„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ტუტუცი დედაკაცის" გადაწყვეტილებად აფასებს.
„ეს არის ტუტუცი დედაკაცის ტუტუცური გადაწყვეტილება! მაინც, როგორ „დაავერბოვკეს" ეს თანაჯგუფელები ასე მწარედ, რომ ქვეყანას ყიდიან? ირაკლი ოქრუაშვილმა კოდორის ხეობა მტერს ჩააბარა. ირაკლი ალასანიამაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ხეობის ჩაბარებაში. ხიდაშელი რასაც აკეთებს, თვითონაც ხედავთ", - განაცხადა კვიციანმა.