logo_geo
eng_logo
ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა
- +

6 ივლისი. 2016. 12:06



არგენტინული გამოცემის „La Nacion"-ის ცნობით, ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა.


დაბრუნების შესახებ ინფორმაციას გამოცემა ლიონელ მესის თანაგუნდელის სიტყვებზე დაყრდობით ავრცელებს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.



მესი დაბრუნდება. მას უკვე სურს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება".



ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ მესის უამრავმა ცნობილმა ფეხბურთელმა და ადამიანმა მოუწოდა 5 „ოქროს ბურთის" მფლობელს, გადაწყვეტილება შეეცვალა.



შეგახსენებთ, რომ „კოპა ამერიკა 2016"-ის ფინალში ჩილეს ნაკრებთან არგენტინის ნაკრების მარცხის შემდეგ „ალბისელესტეს" კაპიტანმა ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.



მესის მიერ ნაკრებიდან წასვლის გამოცხადების შემდეგ ერთბაშად 6 ფეხბურთელმა გამოაცხადა ნაკრებში კარიერის დასრულებაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner